RSS

Tag Archives: სამოსი

ეთნოგრაფიული ელემენტები ქართულ მოდაში

kelly

ყველა კულტურას განვითარების საკუთარი უნიკალური გზა აქვს და ამავდროულად, თანაბრად ღირებული. ნაციონალური რელიქვიები საუკუნეების წინ ოსტატების ხელით იქმნებოდა, დღეს კი ერის სიმბოლოებად იქცა. დეკორატიული ქსოვილები, ნაქარგები, ორნამენტები, ძვირფასი თვლები და მძივები – ყოველივე ამის გამოყენებით უძველესი ნაციონალური სამოსი იკერებოდა და ერის იდენტობას განსაზღვრავდა.

დღეს დიზაინერები ეთნოგრაფიულ ელემენტებს საკუთარ კოლექციებში ხშირად იყენებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციულ ელემენტებს სხვა ქვეყნების ნაციონალური ელემენტები შეერწყა და სინთეზურად წარმოჩინდა. აფრიკული, ინდური და ჩინური ეთნოგრაფიული სამოსი სპეციფიკური ქსოვილებით და ფერთა შეხამებით საყოველთაო აღტაცებას იწვევს. მსოფლიო მოდის შემქმნელები ხშირად აფრიკულ აქსესუარებსაც იყენებენ. იქმნება ნივთები, რომლებიც ძველებური იერით თანამედროვეობას ესადაგება.

საუკუნეების წინ საქართველოში ძვირფასი ლითონის ძაფებით ქარგვა იყო გავრცელებული. ეს უძველესი ქართული ტრადიციაა, ქარგავდნენ ხავერდზე, ატლასსა და სხვა ძვირფას ქსოვილებზე, რომლითაც ნაციონალური ქართული სამოსი იკერებოდა. მანდილოსანთა კაბებსა და მოსასხამებს ნაქარგებთან ერთად მარგალიტები, ფერადი მძივები და თვლები ამშვენებდა. ქართული კაბა, უპირველესად, ეროვნულობის სიმბოლო იყო. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 29, 2011 დუიმი კულტურა, სხვა

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

მოდის პოეზია: შოტლანდიური უჯრედი, კოვბოური ჩექმა და წითელი ფერი

kelly

This slideshow requires JavaScript.

მოდის ტენდენციები მერყევი და ცვალებადია. რთულია, განსაზღვრო რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ ფერისა და სტილის აქტუალობა. ცნობილია, რომ როცა მოდური სამოსის მასობრივი კოპირება ხდება, ის შთამბეჭდაობასა და ორიგინალობას კარგავს, რის გამოც, დიზაინერები ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ. ამის მიუხედავად, მოდის ინდუსტრიაში დღემდე არსებობს პოპულარული ეთნიკური ელემენტები, რომლებიც წლების მანძილზე ინარჩუნებს ხიბლს და არ ანელებს ინტერესს.

შოტლანდიური ქსოვილი, რომლითაც ისტორიულად შოტლანდიელი ჯარისკაცის ეროვნული სამოსი იკერებოდა, როგორც ფანტაზიის ელემენტი, დღემდე ცოცხლობს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში და უდავოდ პოპულარულია. ქსოვილი ავლენს მოხატულობის უნიკალობას. ეს არის შალის უჯრედოვანი ქსოვილი, რომელზეც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები სიმეტრიულად კვეთს ერთმანეთს. ხაზთა რაოდენობა, სიგანე და ფერთა თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრულია. ქსოვილზე ცალკეული ხაზები ეგრედ წოდებულ საყრდენ წერტილებს ქმნის, რომლის საშუალებითაც უჯრედები ზუსტი კოპირებით მეორდება. ქსოვილზე წარმოდგენილი ფერები ტრადიციულად შოტლანდიის გერბის ფერთა ანალოგიური იყო. ხოლო მისგან შეკერილი სამოსი შოტლანდიის სიმბოლოთა შორის ყველაზე ძლევამოსილ, რომანტიკულ და დრამატულ სიმბოლოს წარმოადგენდა. ქსოვილისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფერები იყო ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და წითელი, თუმცა თითოეულ სამოსში მხოლოდ ოთხი ფერის კომბინაცია იყო დასაშვები. ფერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ყოველი ფერი ცალკეულ კლანთან ასოცირდებოდა და მათ იდენტობას განსაზღვრავდა. შესაბამისად, კლანის წევრებს სამოსის ფერის სურვილისამებრ შერჩევა არ შეეძლოთ. ეს იყო მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ერაში, დღეს კი ქსოვილის მწარმოებელი კომპანიები უჯრედებიანი ქსოვილის უამრავ სახეობას ქმნიან კომერციული მიზნებისთვის. თუკი შოტლანდიური ქსოვილის ძველებური ფერები ნათელი იყო, თანამედროვე ფერები უფრო ნათელია და კაშკაშა, რასაც ქიმიური საღებავებით ხელოვნურად ქმნიან. შეცვლილი, რეპროდუცირებული ფერები ძველებური იერის სიმულაციას ახდენს. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,