RSS

Category Archives: ფოტორეპორტაჟი

ცვილის ფიგურები _ ძველი შთაბეჭდილებები

Nina Pressley
რამდენიმე წლის წინ გალერეა “თი-ემ-ესი” მასპინძლობდა ცვილის ფიგურების გამოფენას, ექსპონატები ჩამოტანილი იყო სანკ-პეტერბურგის ცვილის ფიგურების მუზეუმიდან და შესრულებული იყო მადამ ტიუსოს შემოქმედებითი ტრადიციების გამგძელებლების მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორმოცამდე ექსპონატი: ადამიანის სხეულის ანომალიები, მითოლოგიური გმირები, საბავშვო ზრაპრის გმირები და ცნობილი ადამიანების ფიგურები. განსაკუტრებული სთაბეჭდილება ადამიანის სხეულის ანომალიებმა და მათი ცხოვრების ისტორიამ დამიტოვა. საინტერესო იყო მათი ბიოგრაფიები, მათი უმრავლესობა შეეგუა ბედს, ადაპტირდა საზოგადოებაში და ცხოვრება ბედნიერად გაატარა…

This slideshow requires JavaScript.

 

ტეგები: , , , , , , , , , , , ,

გამოფენა – გაყიდვა “საუკეთესო ინდოეთიდან”

Puli Tzer

This slideshow requires JavaScript.

ინდური ნაციონალური გამოფენის მოსაწვევი

22 აპრილიდან   1  მაისამდე.

ექსპოჯორჯია, თბილისი, საქართველო

წერეთლის გამზირი #118

სამუშაო საათები 11.00 – 20.00

შესვლა უფასო

ზემოხსენებული  ინფორმაცია ერთი თვით ადრე გავრცელდა თბილისის ქუჩებში. ერთი სიტყვით კარგი “პიარი” გაკეთდა იმისთვის, რომ ხალხი  დაინტერესებულიყო ინდური ნაციონალური გამოფენით.

პირველი  მაისია.  ამინდი საშინელი – წვიმს. გადაუდებელ საქმეზე მყოფი წერეთლიკენ მოვხვდი.  სამარშუტო ტაქსიში გვერდით მჯდომ ქალს ვეკითხები გამოფენის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ.  ის მპასუხობს – “ დიახ, მე ვიყავი რამდენიმე დღის წინ  მაგ გამოფენაზე და ახლაც იქ მივდივარ” ჩავეძიე შთაბეჭდილებები ვკითხე,-“ დიდი არაფერი, ძალიან ბევრი ხალხი იყო და კარგად ვერც დავათვალიერე “, სახეზე ნაძალადევი ღიმილი და ერთი სული აქვს რაც შეიძლება მალე ჩავიდეს ტრანსპორტიდან  და ისევ ესტუმროს გამოფენას. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , , , , ,

კაცხის ,,სვეტის” ისტორია

Nina Pressley

,,ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი,
ვითარცა სვეტი, ფრიად   მაღალი.
მის თხემზეარს ეკლესია მცირე…”
ვახუშტი ბატონიშვილი

ალბათ გსმენიათ ,,შავი ოქროს” ქალაქ, ჭიათურაზე, სწორედ ჭიათურიდან, ზესტაფონის მიმართულებით 8 კმ-ს თუ გაივლით, გზად შეგხვდებათ ზემო იმერეთის ერთ_ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი_კაცხი. ,,გეოგრაფიული ტერმინი  _ კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს” _ განმარტავს აკადემიკოსი აკაკი შანიძე. აამ სოფლის ერთ-ერთი კლდის ძირში იღებს სათავეს მდინარე კაცხურა. მდინარე კაცხურის ულამაზესი ხეობის ფერდობის ზედა ნაწილის კიდეზე მდებარეობს ,,კაცხის სვეტი”  რომელიც მრავალი საუკუნის წინად ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩნდა. სვეტი 40-45 მეტრის სიმაღლისაა. კაცხის ,,სვეტი” უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადრებას.

This slideshow requires JavaScript.

არსებობს უამრავი ლეგენდა კაცხის სვეტის წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად “იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს, მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის ხეხილის, ზოგისთვის_ცხოველების გამრავლება დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზრდილა, ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე. ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა.” ხალხმა სალოცავად აქცია ,,სვეტი” ქრისტესობამდე ,,სვეტი” წარმართული კულტის_ნაყოფიერების დანიშნულებას ასრულებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი ,,სვეტზე” ეკლესია ააშენეს და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს იგი სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირსი გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელსაც პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვებათ. Read the rest of this entry »

 
1 კომენტარი

Posted by on ივნისი 17, 2011 დუიმი სხვა, ფოტორეპორტაჟი

 

ტეგები: , , , , , , , , , , ,

kelly

Tbilisi Open Air 2011, იპოდრომი

This slideshow requires JavaScript.

 
4 Comments

Posted by on ივნისი 16, 2011 დუიმი კულტურა, სხვა, ფოტორეპორტაჟი

 

ტეგები: , , , , , , , , , , ,

მოდის პოეზია: შოტლანდიური უჯრედი, კოვბოური ჩექმა და წითელი ფერი

kelly

This slideshow requires JavaScript.

მოდის ტენდენციები მერყევი და ცვალებადია. რთულია, განსაზღვრო რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ ფერისა და სტილის აქტუალობა. ცნობილია, რომ როცა მოდური სამოსის მასობრივი კოპირება ხდება, ის შთამბეჭდაობასა და ორიგინალობას კარგავს, რის გამოც, დიზაინერები ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ. ამის მიუხედავად, მოდის ინდუსტრიაში დღემდე არსებობს პოპულარული ეთნიკური ელემენტები, რომლებიც წლების მანძილზე ინარჩუნებს ხიბლს და არ ანელებს ინტერესს.

შოტლანდიური ქსოვილი, რომლითაც ისტორიულად შოტლანდიელი ჯარისკაცის ეროვნული სამოსი იკერებოდა, როგორც ფანტაზიის ელემენტი, დღემდე ცოცხლობს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში და უდავოდ პოპულარულია. ქსოვილი ავლენს მოხატულობის უნიკალობას. ეს არის შალის უჯრედოვანი ქსოვილი, რომელზეც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები სიმეტრიულად კვეთს ერთმანეთს. ხაზთა რაოდენობა, სიგანე და ფერთა თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრულია. ქსოვილზე ცალკეული ხაზები ეგრედ წოდებულ საყრდენ წერტილებს ქმნის, რომლის საშუალებითაც უჯრედები ზუსტი კოპირებით მეორდება. ქსოვილზე წარმოდგენილი ფერები ტრადიციულად შოტლანდიის გერბის ფერთა ანალოგიური იყო. ხოლო მისგან შეკერილი სამოსი შოტლანდიის სიმბოლოთა შორის ყველაზე ძლევამოსილ, რომანტიკულ და დრამატულ სიმბოლოს წარმოადგენდა. ქსოვილისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფერები იყო ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და წითელი, თუმცა თითოეულ სამოსში მხოლოდ ოთხი ფერის კომბინაცია იყო დასაშვები. ფერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ყოველი ფერი ცალკეულ კლანთან ასოცირდებოდა და მათ იდენტობას განსაზღვრავდა. შესაბამისად, კლანის წევრებს სამოსის ფერის სურვილისამებრ შერჩევა არ შეეძლოთ. ეს იყო მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ერაში, დღეს კი ქსოვილის მწარმოებელი კომპანიები უჯრედებიანი ქსოვილის უამრავ სახეობას ქმნიან კომერციული მიზნებისთვის. თუკი შოტლანდიური ქსოვილის ძველებური ფერები ნათელი იყო, თანამედროვე ფერები უფრო ნათელია და კაშკაშა, რასაც ქიმიური საღებავებით ხელოვნურად ქმნიან. შეცვლილი, რეპროდუცირებული ფერები ძველებური იერის სიმულაციას ახდენს. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ყაზბეგი – საქართველოს ულამაზესი ადგილი

kelly

This slideshow requires JavaScript.

 

ყაზბეგში წასვლა ოცნებად მქონდა და ერთ დღესაც ეს ოცნება მედიამენეჯმენტის ლექტორმა აჩიმ ამიხდინა. ყოველთვის ვიცოდი, რომ იქ ულამაზესი ადგილები იყო, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაღალი მთები ისე იყო ჩემ გარშემო შემორტყმული, რომ ცოტათი შიშის განცდა დამეუფლა,  ამ მთების ხასიათი დავინახე: ამაყი და მკაცრი. მასთან შედარებით უმწეობის განცდა გამიჩნდა, ისეთი პატარა ვჩანდი. ამ მთებიდან ზეცა ძალიან ახლოს იყო, თითქოს ხელით შემეძლო მიწვდომა.

სიჩუმე, სიწყნარე… ცივილიზაციისგან შორს, ახლოს ცასთან  და მარტო საკუთარ თავთან.

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , ,