RSS

Category Archives: პოლიტიკა

რა გვაშორებს ევროპას? “უკანონობა”, გაუცნობიერებლობა თუ ე.წ. – დემოკრატია

Puli Tzer

მე არ მინდა ისეთ საქართველოში , სადაც არ სცემენ პატივს ,  უპირველეს ყოვლისა,  ქართველის ინტერესს, მის სურვილს, მის უფლებას  თავად გადაწყვიტოს/აირჩიოს თავისი მომავალი. ამას, ხომ, დემოკრატია ჰქვია?

სწორედ დემოკრატიაა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რაზეც ევროპის ერთსულოვნება და წარმატებაა დაფუძნებული. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ ფასეულობების გაზიარება და ევროპასთან ერთად საქართველოს წინსვლა არ უნდოდეს. საქართველოსი, სადაც ნებისმიერი ადამიანი იქნება თანასწორი, თავისუფალი და ამ ქვეყნის სრულუფლებიან  მოქალაქედ იგრძნობს თავს.

მართალია ქვეყანაში ბევრი პრობლემა არსებობს. ბუნებრივია, რადგან უპრობლემო არცერთი ქვეყანაა არაა დედამიწის ზურგზე. ეს პრობლემები სხვადასხვა სფეროში(რელიგია, პოლიტიკა, განათლება…)  ვლინდება კონკრეტული სახით. მაგალითად ჩვენთან პრეზიდენტის გამონათქვამი-“მაშინ, ჩვენ ზანგები ვართ?! თუ რა ?! რატომ ვიქცევით ველურებივით ამიხსენით?!“ -რასისტულ  დისკრიმინაციად  მიმაჩნია. http://www.voanews.com/georgian/news/caucasus-racism-99573954.html

ასევე  კანონის მიღება რელიგიურ სფეროში, რამაც ქართული საზოგადოების  აღშფოთება და უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყველაფერს  კანონით აგვარებენ. ამას უფრო გაცნობიერება და შეგნება სჭირდება, გარდა სახელმწიფოს მიერ სიმბოლურად გაფორმებული დოკუმენტებისა თუ მიღებული კანონებისა.

დასავლეთისკენ საცოდავად შემყურე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონს იღებს ისე, რომ ხალხი კანონის მნიშვნელობის შესახებ იგებს მხოლოდ მას შემდეგ რაც კანონი მიღებულია.

  • რა კანონია ამისთანა?
  • ან რანაირად მოხდა რელიგიური კანონის მიღება უმაღლესი სასულიერო პირის რჩევის /თხოვნის (გადაეხედათ საკითხისთვის, როცა ჯერ კიდევ იყო საკმარისი დრო დისკუსიისთვის და განხილვისთვის) სრული იგნორით?
  • რატომ არ გაითვალისწინეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის რჩევა და არ გაუწიეს ანგარიში?
  • რამ გამოიწვია საზოგადოების დაპირისპირება?
  • რა იყო კანონის მიღების მიზეზი და მიზანი?

კანონში ისიც წერია : ისჯება – კაცის კვლა, ქურდობა, ყაჩაღობა…, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ადამიანი დაზღვეულია  ამგვარი საფრთხეებისგან.

მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, ხალხის მიერ ამ პრობლმის გაცნობიერება და სწორად შეფასებაა, რასაც მუშაობა უნდა არა იმ მეთოდით, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ ინფორმაციულად, რათა შემდგომში მსგავსი საკითხები გადაწყდეს დემოკრატიულად!

მე მინდა დასავლური ღირებულებების გაზიარება, მაგრამ არ მინდა ჩემი, როგორც ქართველის,  ეროვნული, რელიგიური თუ ისტორიული ინტერესები არ გაითვალისწინოს ჩემ მიერ არჩეულმა, დროებით დაქირავებულმა ხელისუფლებამ. რატომ არ უნდა გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების თუნდაც 40-50 ათასი ადამიანის აზრი, რომელიც დააფიქსირეს მშვიდობიანი აქციის გზით. ევროპაში, ხომ, უამრავი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად ერთსულოვნებისა, ცალკეული ქვეყნები(ბრიტანეთი, ჰოლანდია…) ინარჩუნებენ თავიანთ იდენტობას, ეროვნულ თავისებურებას, საკუთარ ინტერესებს…  ხომ შეიძლება საქართველოში ქართველის აზრი/სურვილი/ინტერესი გაითვალისწინო და ისე გახდე ევროპის წევრი?! მე მჯერა, რომ არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც!

თუკი უკვე  მიღებული კანონი რაღაც დილემის ნაწილია, არც ისაა შეუძლებელი ხალხმა გაიგოს რა დატვირთვა(პოლიტიკური, რელიგიური…) და მნიშვნელობა ჰქონდა ამ ნაბიჯს.

საზოგადოების ინფორმირებაც მისივე უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. მითუფრო, რომ ქართველისთვის რელიგიური საკითხი უმნიშვნელოვანესი, უფაქიზესი და უპირველესია.

მე მაინც მგონია, რომ ამით ის პრობლემა, თუ საკითხი, რის გამოც მიიღეს კანონი (ცალკე საკითხია რა ფორმით მიიღეს), კი არ გადაიჭრება, არამედ უფრო გამწვავდება და გაღრმავდება ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს რელიგიურ, თუ ეთნიკურ უმცირესობებში.

 
 

ტეგები: , , , , , , , , ,

მედიის როლი განვითარებად ქვეყნებში

kelly

ზოგადად, მედია დაკავებულია ისეთი თემების გაშუქებით, როგორებიცაა სიღარიბე, ჯანდაცვა, განათლება და განსაკუთრებით მესამე მსოფლიოში მომდინარე მოვლენებით. მედია მოიაზრებოდა, როგორც საზოგადოების ინფორმატორი. განვითარების მოდელის თანახმად, მედია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსამე მსოფლიოს ქვეყნებში ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში(ა.ბერძენიშვილი).
“საერთაშორისო მედია თანამშრომლობის ცენტრის” სამუშაო ჯგუფის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საჭიროა დემოკრატიული საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირებისთვის. დემოკრატიული მმართველობა ემყარება მოქალაქეთა უნარს მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილებები, რომელიც ასევე მოითხოვს თავისუფალი მედიის მიერ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას. მედია არა მხოლოდ აადვილებს კომუნიკაციას, არამედ ააშკარავებს პრობლემებს და სვამს საჯარო პირთა პასუხისმგებლობას. მედია არის გადამწყვეტი ეკონომიკური ზრდისთვისაც, რადგან ის არის პასუხისმგებელი ინფორმაციის მიწოდებაზე და გამჭვირვალობის ხელშემწყობი.
Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

პოლიტიკის კრიტიკა 08/08/08

Puli Tzer
დღევანდელ საქართველოს ხელისუფალთ სჯერათ ქვეყნის გარდაქმნის, მაგრამ სანამ ისინი ურთულესი ამოცანების განხორციელებას ცდილობენ (გაწევრიანება ნატოში, ევროკავშირში…) ქვეყანა შეიძლება ერთიანობის დაკარგვის უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პირველ რიგში საჭიროა ზრუნვა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მაგრამ მოგვარებაცაა და”მოგვარებაც”.

16-12-2009 / ფოტოს წყარო - ambebi.ge


უსაფრთხოება საქართველოსთვის პირველ რიგში, მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას ნიშნავს, ხოლო ეს დამოკიდებულია არაუსაფრთხო ქვეყნების გარემოცვაში არსებობის უსიამოვნო რეალობაზე.
ნიკო ნიკოლაძის არ იყოს – “ქვეყნის პოლიტიკას – როგორც მისი ბუნების ნამდვილ ძალებს – ადამიანის, ხალხის სურვილი კი არა, ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს. პოლიტიკა ახალი, მოდური ,,შლიაპკა” კი არ არის, რომლის ცვლა ჩვენს ნება სურვილზეა დამოკიდებული, არამედ ისეთივე ტრადიციული, უცვლელი და მამა-პაპური განძია, როგორიც არის ეროვნება, სარწმუნოება. სანამ შავი ზღვიდან გასასვლელი; სრუტე ოსმალოს ხელშია, სანამ სამხრეთით ოსმალეთი და სპარსეთი გვაკრავს, ჩრდილოეთით რუსეთი, ბევრიც რომ მოვინდომოთ ვერ ავიცილებთ იმ პოლიტიკას, რომელიც აურჩევიათ საქართველოს გმირებს, ბევრი ცდის, ძებნის და მსხვერპლის შემდეგ. . . “ Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 24, 2011 დუიმი პოლიტიკა