RSS

Category Archives: ახალი ამბები

ელისო კილაძე: რუსეთის ,,ეფ ეს ბე“ აგვისტოში საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას გეგმავს

kelly

პარტია ,,ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარემ ელისო კილაძემ დღეს `პრაიმ–თაიმის~ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული ,,ეფ ეს ბე“ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის განსახორციელებლად ახალ გეგმას ამზადებს.

,,რუსული ,,ეფ ეს ბე“ ამონტაჟებს და აპირებს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და რუსულ მედიას წარუდგინოს ჩეჩენი ტერორისტის უგას ახმადოვის ჩვენება. ახმადოვი ჩვენებაში ამბობს, რომ თითქოს მარტში, საქართველოში, კერძოდ ბობოყვათში პრეზიდენტის რეზიდენციაში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. შეკრებაზე მათ შეხვდა საქართველოში იმხანად მყოფი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და რუსეთის ტერიტორიაზე ტერორსიტული აქტის ჩატარება დაუკვეთა,“– განაცხადა ელისო კილაძემ.

მისის თქმით, ეს დაკვეთა  ეხებოდა სოჭში  ტერორისტულ აქტს. ახმადოვს უნდა მოეხდინა ერთ–ერთი კავკასიელი წარმოშობის ბიზნესმენის ლიკვიდაცია, რომელიც სოჭში  ოლიმპიადასთან დაკავშირებით სარემონტო სამუშაოებს ატარებს. ბიზნესმენის ვინაობა ელისო კილაძისთვის უცნობია. მისი თქმით, ჩეჩენი ტერორისტი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ  თითქოს მას ბერეზოვსკიმ დავალების შესასრულებლად 3 მილიონი დოლარი გადაუხადა, დაახლოებით ამდენივეს მიიღებდა დავალების შესრულების შემდგომ.

ელისო კილაძე ირწმუნება, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, ახმადოვი არის რუსული ,,ეფ ეს ბეს“ თანამშრომელი. ,,არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა ეფ ეს ბე-მ თავად მოაწყოს სოჭში ტერორისტული აქტი,  რადგან რუსულ მედიაში უკვე გაჩნდა ცნობები, რომ ოლიმპიადის სოჭში ჩატარება არ არის უსაფრთხო. ამაში შემდგომ დაადანაშაულებს როგორც ჩეჩენ ტერორისტებს, ისე საქართველოს ხელისუფლებას. ეს გახლავთ რუსული ,,ფეესბეს“ გეგმა, რათა მან საერთაშორისო საზოგადოების თვალში გაამართლოს ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის ჩატარებასაც რუსეთი აგვისტოში აპირებს“, _ განაცხადა კილაზემ.

კილაძის თქმით, ყველა რუსული გეგმა საქართველოში ჩავარდა და რუსეთმა ვერ შეძლო ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მოხდენა: ,,იმის გამო, რომ პირდაპირ ოკუპაციაზე რუსეთი ვერ წამოვა, აღნიშნული გეგმა მას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის  დასადასტურებლდ, რომ საქართველოში ტერორისტები არიან. ეს კამპანნია მიმდინარეობს მთელი ზაფხულის განმავლობაში. ტერორიზმი საერთაშორისო  საზოგადოებისთვის ის თემაა, რომელსაც ისინი მტკივნეულად იღებენ და ახმადოვი კი ის ადამიანია, რომელიც ტერორისტებში საკმაოდ პოპულარულია. ეს ინფორმაცია თანდათან უფრო რეალური ხდება.“

ელისო კილაძე აღნიშნული ინფორმაციის  წყაროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ის სარწმუნო წყაროა, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა ქართული პარტიის და ,,ფეესბეს“ გენერლების შეხვედრის თაობაზე. მისი თქმით, მისი დღევანდელი განცხადება  შესაძლოა გარკვეული პრევენცია იყოს.

კილაძის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთი დაკავებულია სქართველოში ტერორისტული ბაზების ძიებით, მიუხედავად ორთვიანი მტკიცებისა, მათ ვერ შეძლეს წარმოედგინათ ვიდეო ან ფოტო მტკიცებულება , რომ პანკისში და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ტერორისტული ბაზებია განთავსებული.

,,ახმედოვის  აღიარებითი მტკიცებულება იმის დადასტურება იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ტერორისტულ აქტებს გეგმავენ. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ეს ტერაქტი თავად მოაწყოს, ისევე როგორც სოჩასა და რუსეთის სხვა ქალაქებში მოაწყო და შემდეგ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშუალოს,“– განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძე არ ფლობს ინფორმაციას  იმის თაობაზე არის თუა არა ახმედოვი დაპატიმრებული, თუმცა მისი ინფორმაციით ჩეჩენი ტერორისტი რუსეთში იმყოფება.

ელისო კილაძის თქმით ჩეჩენი ტერორისტის უგას ახმედოვის აღიარებითი ჩვენება  ამ დღეებში გავრცელდება.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 22, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

რა გვაშორებს ევროპას? “უკანონობა”, გაუცნობიერებლობა თუ ე.წ. – დემოკრატია

Puli Tzer

მე არ მინდა ისეთ საქართველოში , სადაც არ სცემენ პატივს ,  უპირველეს ყოვლისა,  ქართველის ინტერესს, მის სურვილს, მის უფლებას  თავად გადაწყვიტოს/აირჩიოს თავისი მომავალი. ამას, ხომ, დემოკრატია ჰქვია?

სწორედ დემოკრატიაა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რაზეც ევროპის ერთსულოვნება და წარმატებაა დაფუძნებული. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ ფასეულობების გაზიარება და ევროპასთან ერთად საქართველოს წინსვლა არ უნდოდეს. საქართველოსი, სადაც ნებისმიერი ადამიანი იქნება თანასწორი, თავისუფალი და ამ ქვეყნის სრულუფლებიან  მოქალაქედ იგრძნობს თავს.

მართალია ქვეყანაში ბევრი პრობლემა არსებობს. ბუნებრივია, რადგან უპრობლემო არცერთი ქვეყანაა არაა დედამიწის ზურგზე. ეს პრობლემები სხვადასხვა სფეროში(რელიგია, პოლიტიკა, განათლება…)  ვლინდება კონკრეტული სახით. მაგალითად ჩვენთან პრეზიდენტის გამონათქვამი-“მაშინ, ჩვენ ზანგები ვართ?! თუ რა ?! რატომ ვიქცევით ველურებივით ამიხსენით?!“ -რასისტულ  დისკრიმინაციად  მიმაჩნია. http://www.voanews.com/georgian/news/caucasus-racism-99573954.html

ასევე  კანონის მიღება რელიგიურ სფეროში, რამაც ქართული საზოგადოების  აღშფოთება და უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყველაფერს  კანონით აგვარებენ. ამას უფრო გაცნობიერება და შეგნება სჭირდება, გარდა სახელმწიფოს მიერ სიმბოლურად გაფორმებული დოკუმენტებისა თუ მიღებული კანონებისა.

დასავლეთისკენ საცოდავად შემყურე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონს იღებს ისე, რომ ხალხი კანონის მნიშვნელობის შესახებ იგებს მხოლოდ მას შემდეგ რაც კანონი მიღებულია.

  • რა კანონია ამისთანა?
  • ან რანაირად მოხდა რელიგიური კანონის მიღება უმაღლესი სასულიერო პირის რჩევის /თხოვნის (გადაეხედათ საკითხისთვის, როცა ჯერ კიდევ იყო საკმარისი დრო დისკუსიისთვის და განხილვისთვის) სრული იგნორით?
  • რატომ არ გაითვალისწინეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის რჩევა და არ გაუწიეს ანგარიში?
  • რამ გამოიწვია საზოგადოების დაპირისპირება?
  • რა იყო კანონის მიღების მიზეზი და მიზანი?

კანონში ისიც წერია : ისჯება – კაცის კვლა, ქურდობა, ყაჩაღობა…, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ადამიანი დაზღვეულია  ამგვარი საფრთხეებისგან.

მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, ხალხის მიერ ამ პრობლმის გაცნობიერება და სწორად შეფასებაა, რასაც მუშაობა უნდა არა იმ მეთოდით, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ ინფორმაციულად, რათა შემდგომში მსგავსი საკითხები გადაწყდეს დემოკრატიულად!

მე მინდა დასავლური ღირებულებების გაზიარება, მაგრამ არ მინდა ჩემი, როგორც ქართველის,  ეროვნული, რელიგიური თუ ისტორიული ინტერესები არ გაითვალისწინოს ჩემ მიერ არჩეულმა, დროებით დაქირავებულმა ხელისუფლებამ. რატომ არ უნდა გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების თუნდაც 40-50 ათასი ადამიანის აზრი, რომელიც დააფიქსირეს მშვიდობიანი აქციის გზით. ევროპაში, ხომ, უამრავი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად ერთსულოვნებისა, ცალკეული ქვეყნები(ბრიტანეთი, ჰოლანდია…) ინარჩუნებენ თავიანთ იდენტობას, ეროვნულ თავისებურებას, საკუთარ ინტერესებს…  ხომ შეიძლება საქართველოში ქართველის აზრი/სურვილი/ინტერესი გაითვალისწინო და ისე გახდე ევროპის წევრი?! მე მჯერა, რომ არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც!

თუკი უკვე  მიღებული კანონი რაღაც დილემის ნაწილია, არც ისაა შეუძლებელი ხალხმა გაიგოს რა დატვირთვა(პოლიტიკური, რელიგიური…) და მნიშვნელობა ჰქონდა ამ ნაბიჯს.

საზოგადოების ინფორმირებაც მისივე უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. მითუფრო, რომ ქართველისთვის რელიგიური საკითხი უმნიშვნელოვანესი, უფაქიზესი და უპირველესია.

მე მაინც მგონია, რომ ამით ის პრობლემა, თუ საკითხი, რის გამოც მიიღეს კანონი (ცალკე საკითხია რა ფორმით მიიღეს), კი არ გადაიჭრება, არამედ უფრო გამწვავდება და გაღრმავდება ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს რელიგიურ, თუ ეთნიკურ უმცირესობებში.

 
 

ტეგები: , , , , , , , , ,

ბუნებრივი რესურსების სააგენტოში რეორგანიზაცია იწყება

kelly

 

ენერგეტიკისია და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით,  სამინისტრო  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას იწყებს. ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცხადდება და იგეგმება 100 ადამიანის გადამზადება.

როგორ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხეთაგურმა განაცხადა, კონკურსანტები პრაქტიკულ კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან, სადაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლექციების ჩასატარებლად უკვე შექმნილია.  კონკურსის მონაწილეებს ლექციებს როგორც მიწვეული ლექტორები, ისე სააგენტოს თანამშრომლები ჩაუტარებენ.  მეორე ეტაპზე მონაწილეებს სააგენტოში ტესტირება ჩაუტარდებათ. ტესტები კოდირებული იქნება. საბოლოოდ შერჩეული 100 კანდიდატი სააგენტოში დასაქმდება.

მინისტრის თქმით, ვაკანტურად ცხადდება ტყის მცველის, მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის, სამმართველოსა და განყოფილების უფროსის თანამდებობები.

გადამზადების პროცესი თვენახევარს გაგრძელდება.

კონკურსის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სატელევიზიო რეკლამებიდან და სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან შეიტყობენ. ინფორმაცია განთავსდება ქალაქის მუნიციპალიტეტებსა და მერიაშიც.

როგორც ხეთაგურმა აღნიშნა, სამინისტრო საბოლოოდ 300-400-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

განცხადებების მიღება თვის ბოლომდე გაგძელდება.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 8, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ,,ბიზნეს ქეისები 2011” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

kelly

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით განხორციელებული პროექტი ,,ბიზნეს ქეისები 2011” დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

პროექტი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 54 გუნდი იღებდა. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

დაჯილდოვდა რვა გუნდი. მათ შორის პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ,,კომპანია და პარტნიორებმა” დაიკავა, მეორე ადგილზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,კოლხა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,სანფლაუერსი” გავიდნენ, მესამე ადგილი კვლავ ილას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებს ,,დიდ პლიუსსა” და ,,უხილავ თვალს” შეხვდა…

გამარჯვებულებს  ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში კონკურსი ესსეების წერაშიც ჩატარდა. საუკეთესო ესსიესთვის გამარჯვებული თამაზ მახარაშვილი და გიორგი ჯვაშეიშვილი გახდნ. მათ ,,ბრითიშ მიდლენდ ინტერნაციონალის” მიერ დაწესებული პრიზი თბილისი-ლონდონის ბილეთები  გადაეცათ.

ორიგინალური იდეების წარმოდგენისთვის საკუთარი ფავორიტები გამოავლინა კომპანია ,,კულამ” და ,,თრეიდ ენდ დეველოპმენტ” ჯგუფმა.

პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ,,ჯორჯიან ვოტერ ენდ ფაუერის”, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის მახარდაჭერით ჩატარდა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების  განვითარებას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. პროექტი მონაე\წილეებს ეხმარება ბიზნეს ქეისების ევროპული სტილის დანერგავსა და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მირებასა და ბიზნეს სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით პროექტი ,,ბიზნეს ქეისები” უკვე მეორედ გაიმართა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 8, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

მომაკვდინებელი ვირუსი ი–კოლი ეგვიპტიდან გავრცელდა

kelly

გერმანელი ექსპერტების დასკვნით, ი–კოლის კერა ეგვიპტიდან შემოტანილ სუნელებში აღმოჩნდა. ვირუსის ევროპაში გავრცელება ეგვიპტური უცხო სუნელის იმპორტმა გამოიწვია.

ექსპერტები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში ადამიანები სუნელებით შეზავებული საწებლით დაინფიცირდნენ. ინფიცირების მიზეზი პაციენტების გამოკვლების შედეგად დადგინდა.

ვირუსოლოგები დარწმუნებით აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ვირუსის კერად მიჩნეული კიტრი და სხვა ბოსტნეული ინფიცირების გამომწვევი არ ყოფილა.

ევროკავშირმა ეგვიპტიდან სუნელების იმპორტი შეაჩერა.

ინფორმაციის საბოლოოდ დასადასტურებლად ლაბორატორიული კვლევები გრძელდება. ევროპაში         ი–კოლმა უკვე 50–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 6, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები მხატვრული ფილმის კინოჩვენებას დაესწრნენ

kelly

დღეს თბილისში, კინოთეატრ ,,რუსთაველში“ აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით და კინოეთეატრ ,,რუსთაველის“ მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი მხატვრული ფილმის ,,სუპერ 8“–ის კინოჩვენებას  დაესწრო.

აფხაზეთის მთვრობის მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო კვარაცხელიას თქმით, დღევანდელ ღონისძიებას კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ და  საქველმოქმედო აქცია დევნილ ბავშვებს კიდევ ერთ დღეს გაუმრავალფეროვნებს.
მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები პერმანენტულად ტარდება საქართველოს სხვადასხვა კინოთეატრსა და დასასვენებელ პარკში.

ნინო კვარაცხელიას თქმით, `რუსთაველის~ თეატრთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 6, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

ირაკლი ალასანია: ,,საქართველო აღარ უნდა იყოს დაპირისპირებების ქვეყანა”

kelly

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანა რაც უფრო მეტად ანტაგონისტურად და უარყოფითად იქნება განწყობილი რუსეთისადმი, მით ნაკლებად არის შესაძლებელი აფხაზეთის დაბრუნება. მისი თქმით ისტორიული შანსი, რომელიც აფხაზეთის დასაბრუნებლად ქვეყანას 2005 წელს მიეცა, ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა, თუმცა ასეთი შესაძლებლობა მისი თქმით, კვლავ გაჩნდება.

როგორც ალასანიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ საკუთარი ინტერესებისთვის რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ,,იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია, უარი არ უნდა ვთქვათ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, ეკონომიკური განვითარებისთვის  რუსეთის ტრადიციული ბაზრზე დამკვიდრება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაწყება ასევე მნიშვნელოვანია.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 5, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

ირაკლი ალასანია აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა

kelly

,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ახაზეთის ომის ვეტერანებთან  და დევნილებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დევნილთა  სოცილურ პრობლემებსა და ამ პრობლემებთან გასამკლავებელ გზებზე იმსჯელეს.

მისი თქმით, მაშინ, როცა სახელმწიფო განსაკუთრებულ მხარდაჭერას უნდა უცხადებდეს ომის ვეტერანებს და მათი საცხოვრებელი პირობები და საკუთრება დაცული უნდა იყოს რეალურად საპირისპირო ხდება. ამის დასტურია პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობამ არ განიხილა. არსებითი ნაბიჯების გადასადგმელად, ალასანიას თქმით, გაბედული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა ექნება და თავისუფალ დემოკრატებთან თანამშრომლობით დაიცავენ სოციალურად დაუცველთა უფლებებს: ,,საჭიროა ორგანიზაციამ  მიზნად დაისახოს დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლის საბოლოო საფეხურიც აფხაზეთში დაბრუნება იქნება, ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებისგან თანამონაწილეობის სურვილის არსებობა, ერთმანეთს ნდობის ხელი უნდა გავუწოდოთ,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია ომის ვეტერანებს პირდება რომ შეადგენს სოციალურ კანონპროექტს, ხოლო ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ კანონპროექტის საფუძველზე ვალდებულებას იღებს, რომ მათ უფლებებს კანონის ძალით დაიცავს.

ალასანიას  თქმით, მსგავსი შეხვედრა კიდევ ჩატარდება და უფრო მასშტაბური იქნება.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 5, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

გადამზიდავი კომპანიები ტვირთების გადაზიდვის მარტივი პროცედურებით ისარგებლებენ

kelly

`საქართველოს რკინიგზის~ სატვირთო გადაზიდვების ფილიალი ტვირთების მფლობელებს და გადამზიდავ კომპანიებს ტვირთის გადაზიდვისა და შეკვეთებისთვის ონლაინ სერვისს სთავაზობს. დღეიდან ტვირთების გადაზიდვა ოფისიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

სატვირთო გადაზიდვების  დირექტორის დავით ჯინჯოლიას თქმით, სატვირთო გადაზიდვების კლიენტებისთვის დღეს შეთავაზებული პროგრამა მოსახერხებელია და ყველა პროცედურის გავლა მარტივად არის შესაძლებელი. კლიენტები ელექტრონულ დასტურებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს ტვირთის გადაზიდვის დავალების დადსტურების შესახებ ოპერატიულად მიიღებენ.

აქამდე არსებული სისტემის თანახმად, დღემდე ტვირთის გადაზიდვაზე დაკვეთის განხორციელების პროცედურა დიდ დროს მოითხოვდა და Kკლიენტებს მომსახურების ცალკეული ეტაპების გასავლელად საქართველოს რკინიგზაში ვიზიტი რამდენჯერმე უწევდათ.

დავით ჯინჯოლიას თქმით, ახლი სერვისით კლიენტებს საშუალება ეძლევათ მათთვის საჭირო ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში დაათვალიერონ, საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი აწარმოონ, შეამოწმონ საკუთარი ბალანსი და საკმარისი გამოყენებადი ნაშთის არსებობის შემთხვევაში გადაზიდვის დავალების ფორმირება მოახდინოს.

პროექტი ონლაინ გადახდებსაც მოიცავს, რომლის პროცესშიც დღეს ჩართულნი არიან `კორ სტანდარტ” ბანკი და `ლიბერთი~ ბანკი. სამომავლოდ დაგეგმილია ონლაინ გადახდების წარმოება `საქართველოს ბანკთან~, თიბისი~ ბანკთან და `ვითიბი~ ბანკთან. ამავდროულად მიმდინარეობს კლიენტებისთვის ალტერნატიული გადახდების გზების ძიება.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 5, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

ინტერნეტში გამოყენებულ პროდუქციაზე საავტორო უფლებებით სარგებლობის ტარიფები დაწესდება

kelly

 

საქართველოს ავტორთა საზოგადოება ინტერნეტ პროვაიდერებისთვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ტარიფებს აწესებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე ქართული ინტერნეტ პროვაიდერების და პორტალების ხელმძღვანელებს შეხვდა და პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის ფარგლებში ქართულ ონლაინ სივრცეში არალეგალური პროდუქციის აღკვეთის და ინტერნეტის ლეგალიზაციის გზებზე იმსჯელეს.

გიგა კობალაძის თქმით, ავტორთა საზოგადოებას გადაწყვეტილი აქვს, განახორციელოს ვებ-გვერდების ლიცენზირება საავტორო უფლებების დაცვის ქვეშ მყოფ ყველა ობიექტზე ისეთი ტარიფის დადგენით, რაც სტიმულს მისცემს ვებ-გვერდებს მოიპოვონ ლეგალური პროდუქცია და გადაიხადონ ნაკლები ჰონორარი.

მისი თქმით, დღეს ქართულ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე 100 პროცენტიანი არალეგალური პროდუქცია დევს, რაც რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს. ლეგალიზაცია ეტაპობრივად მოხდება: პირველ ეტაპზე დაწესდება მცირე მოსაკრებლები, რითაც პროდუქციის 10-20 პროცენტი ლეგალური იქნება. მეორე ეტაპზე მოხდება ლეგალური პროდუქციის მოძიება და შესყიდვა. რეგულაციები შეეხება ყველა სფეროს, რაც გიგა კობალაძის თქმით, კონკურენტულ და თანაბარ ბიზნეს გარემოს შექმნის.

ავტორთა საზოგადოება როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორთა უფლებებს დაიცავს.

ავტორთა საზოგადოება ქართული ინტერნეტ პროვაიდერების და პორტალების ხელმძღვანელებს ინდივიდუალურადაც შეხვედება, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში შევა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 4, 2011 დუიმი ახალი ამბები

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,